გია ვოლსკი-“გარკვეულ ეჭვებს ბადებს ის ბრალდებები, რომელიც აფგან მუხთარლის მეუღლის მხრიდან გაისმის”

გია ვოლსკი-“გარკვეულ ეჭვებს ბადებს ის ბრალდებები, რომელიც აფგან მუხთარლის მეუღლის მხრიდან გაისმის”

“გარკვეულ ეჭვებს ბადებს ის ბრალდებები, რომელიც აფგან მუხთარლის მეუღლის მხრიდან გაისმის”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.
მისი თქმით, მუხთარლი არა ერთი წელი, მათ შორის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველოში მშვიდობიანად ცხოვრობდა.
ამასთან, დეპუტატი აცხადებს, რომ მუხთარლის საქმის გამოძიებისადმი კითხვები აქვს.
“წლების განმავლობაში, ჟურნალისტი მუშაობდა საქართველოში, მუშაობდა აზერბაიჯანის პოლიტიკური ხელისუფლების საწინააღმდეგოდ და ამის თაობაზე არავის გვსმენია. ადამიანი ცენტრიდან გაიტაცეს და არც ერთი მოწმე არ აღმოჩნდა და არც ერთ ჩანაწერში ეს არ ფიგურირებს. გარკვეულ ეჭვებს ბადებს ის ბრალდებები, რომელიც აფგან მუხთარლის მეუღლის მხრიდან გაისმის. დიდი იმედი მაქვს, რომ გამოძიებაში ჩახედული, კომპეტენტური პირები უახლოეს პერიოდში მეტ განმარტებას მოგვცემენ. რაც შეეხება აზერბაიჯანის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მე არც კომპეტენტური ვარ და არც ჩემი პოზიციიდან მმართებს ამის შეფასება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვოლსკიმ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები