გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილს თავისი პოზიცია აქვს, რომ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის მოსაზრებები გავითვალისწინოთ

გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილს თავისი პოზიცია აქვს, რომ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის მოსაზრებები გავითვალისწინოთ

„ბიძინა ივანიშვილს თავისი პოზიცია აქვს ჩამოყალიბებული ერთ მთავარ პრინციპზე, რომ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის მოსაზრებები და წინადადებები მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ, მათ შორის – ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
რაც შეეხება იმას, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის შესახებ მომზადებული კანონპროექტიდან შესაძლოა, მმართველმა გუნდმა საკვალიფიკაციო გამოცდების კრიტერიუმი ამოიღოს – ვოლსკი აცხადებს, რომ მოსამართლეებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის მოხსნის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
„საგამოცდო რეჟიმი ერთ-ერთი სერიოზული ფილტრია. რასაკვირველია, საზოგადოებისთვის უკეთესი გასაგები იქნება იმ მოსამართლის კომპეტენცია, რომელიც გაივლის გამოცდას; მაგრამ თუკი ამას დაემატება სხვა კომპეტენციის გარკვეული მოთხოვნები, მზად ვარ, რომ ეს პოზიცია დავთმო, თუმცა, ეს იქნება გუნდის პოზიციისთვის ანგარიშის გაწევა და არა – ამ საკითხის სისწორეში ბოლომდე ჩემი დარწმუნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები