გია ვოლსკი: ათეული ათასობით ადამიანია სიკვდილს გადარჩენილი, გინდაც სამედიცინო დახმარებით და გინდაც თანადგომით

გია ვოლსკი: ათეული ათასობით ადამიანია სიკვდილს გადარჩენილი, გინდაც სამედიცინო დახმარებით და გინდაც თანადგომით

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის შეფასებით, საქართველოში ათეულობით ათასობით ადამიანი სიკვდილს იქნა გადარჩენილი, „გინდაც სამედიცინო დახმარებით და გინდაც თანადგომით”.
მის შესახებ ვოლსკიმ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე და ზოგადად, „ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ ხალხის სასიკეთოდ გაკეთებული საქმეების შეფასებისას განაცხადა.
„ათეული ათასობით ადამიანია სიკვდილს გადარჩენილი გინდაც სამედიცინო დახმარებით და გინდაც თანადგომით, რასაც სხვა სოციალური პროგრამები ჰქვია. არ არის საკმარისი, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის ერთი მესამედია, უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით. არის ურთულესი მდგომარეობა საერთაშორისო და საშინაო გამოწვევები. სტაბილურობა შევინარჩუნეთ. ქვეყანას აქვს საგანგებო მნიშვნელობა, როგორც სატრანზიტო დერეფანს და ამასთან დაკავშირებითაც მსოფლიო ყურადღება საქართველოსკენ არის მოპყრობილი. ძალიან დიდი და სწორი ნაბიჯებია გადადგმული საერთაშორისო დონეზე. მაგრამ ყველა გაკეთებული საქმე გაფერმკრთალდება, თუკი არ იქნება უფრო მეტი დახმარება საზოგადოების იმ ფენისადმი, რომელიც განიცდის სიდუხჭირეს. ეს არის მთავარი საკითხები და ამის მიღმა არსებობს ერთადერთი რამ. სამუშაოს, საქმიანობის სწორი ორგანიზება. ამ მიზანს ემსახურება ბიძინა ივანიშვილის მოსვლა პოლიტიკაში”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
დღეს, 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშრებით აქცია – მსვლელობა გაიმართება. 14:00 საათზე თბილისში, რუსთაველის თეატრში მოძრაობა “მე ვიცავ თავისუფლებას” წევრები შეიკრიბებიან.
16:00 საათზე კი, თბილისში ოპერის თეატრთან სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს” მშვიდობიან მსვლელობას – „გვახსოვს 7 ნოემბერი” გამართავს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები