გია ვოლსკი: არ არის მიღებული, რომ ერთ ქვეყანაში გასამართლებული ადამიანი მეორე ქვეყანაში თანამდებობაზე ინიშნებოდეს

გია ვოლსკი: არ არის მიღებული, რომ ერთ ქვეყანაში გასამართლებული ადამიანი მეორე ქვეყანაში თანამდებობაზე ინიშნებოდეს

“მსოფლიოში არ არის მიღებული, რომ ერთ ქვეყანაში გასამართლებული ადამიანი მეორე ქვეყანაში ინიშნებოდეს რაიმე თანამდებობაზე, თუნდაც მეოცეხარისხოვან თანამდებობაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტის ხელმძღვანელად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს არ არის მხოლოდ ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ფორმატი. ჩვენი ურთიერთობები არის ჩამოყალიბებული მრავალმხრიან პლატფორმაზე, რასაც ჰქვია რეგიონალური უსაფრთხოება, საერთაშორისო უსაფრთხოება. ვართ ჩართულები სერიოზულ პროგრამაში. ესაა ნატო-ს პროგრამა, ევროკავშირის, სამხედრო პოლიტიკური. ასევე, ეკონომიკური თანამეგობრობის საგანგებოდ მნიშვნელოვანი წევრები ვართ და აქედან გამომდინარე, ანგარიში უნდა გავუწიოთ ერთმანეთს.
​რასაკვირველია ორმხრივ ურთიერთობაში გარკვეული ჩრდილია. ჩვენი მხრიდან გაკეთებული განცხადებები აგებული და დამყარებულია გარკვეულ სტანდარტზე, რომელიც მსოფლიოში ყველასთვის ცნობილია და ის, რომ რასაც მინდა გავაკეთებ – ეს მაინც და მაინც კარგი პასუხი არ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ურთიერთობა საკმაოდ სერიოზულ და მრავალმხრივ ურთიერთობებს მოიცავს და არა მარტო ორმხრივ ფორმატში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები