გია ცაგარეიშვილი – ადეიშვილის გარეშე ვერავინ ვერაფერს გაბედავდა

გია ცაგარეიშვილი – ადეიშვილის გარეშე ვერავინ ვერაფერს გაბედავდა

ყველაფერი იწყებოდა იუსტიციის სამინისტროდან, ბატონი ადეიშვილის გარეშე ვერავინ ვერაფერს გაბედავდა, მინიმალურ ცვლილებასაც ქართულ კანონმდებლობაში, – აცხადებს პარლამენტის ყოფილი წევრი, გია ცაგარეიშვილი, 2007 წელს სისხლის სამართლის კოდექსში 307-ე მუხლის გაუქმების თაობაზე საუბრისას.

„ეს კონკრეტული კანონპროექტი მაშინ ეჭვი მაქვს დაჩქარებული წესით გავიდა, რადგან 2-კვირაში, 10 დღეში მთელი პროცესი მთავრდებოდა ისე, რომ ვერც მედია და ვერც ოპოზიცია კითხვის დასმის დროსაც ვერ გამოძებნიდა.

იქ იყო დეპუტატების ჯგუფი: ბეჟაშვილი, გვარამია, კალანდაძე და კიდევ რამდენიმე დეპუტატი, რომლებიც იყვნენ წინა ფლანგზე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისა და ერთ-ერთი იყო ამ მუხლის შეცვლა.

ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ურთიერთს რამდენიმე ფაქტორი, ამ ადამიანებს ამაზე უარესიც გაუკეთებიათ, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ, რომ ეჭვის თვალით ვუყურებთ მაშინ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. ჩვენ ამის უფლება გვაქვს“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, „ვარდების რევოლუციიდან“ დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ მოღვაწეობა პოლიტიკაში რუსული ინტერესების გატარება იყო.

„პოლიტიკა ხილული საქმიანობაა, აქ არაფერი არ იმალება. 16 წელი, „ვარდების რევოლუციიდან“ მოყოლებული დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ მოღვაწეობა პოლიტიკაში იყო რუსული ინტერესების გატარება. ნებით თუ უნებლიეთ, დაწყებული ენერგოობიექტების გადაცემით, დამთავრებული მიწების ჩაბარებით, ისეთი ნაბიჯის გადადგმით რაც ოკუპანტისა და დამპყრობლის წისქვილზე წყალს ასხამდა. ყოველთვის ისე იქცეოდა მიხეილ სააკაშილი თავის პოლიტიკურ გუნდთან, რომ მოგებული რჩებოდა რუსეთი და წაგებული საქართველო“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები