გია გაჩეჩილაძე-“თუ დამისაბუთებენ, რატომ ჩატარდა ტენდერები ამ ფორმით, ბოდიშს კი არ მოვუხდი, მუხლებზე დავუდგები”

გია გაჩეჩილაძე-“თუ დამისაბუთებენ, რატომ ჩატარდა ტენდერები ამ ფორმით, ბოდიშს კი არ მოვუხდი, მუხლებზე დავუდგები”

“თუ დამისაბუთებენ, რატომ ჩატარდა ტენდერები ამ ფორმით, ბოდიშს კი არ მოვუხდი, მუხლებზე დავუდგები”, – ასე ეხმიანება გია გაჩეჩილაძე (უცნობი) პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას.

გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ის არავის არ უპირისპირდება.

“გამოვიდეს ნოდარ ხადური და ამიხსნას, თუნდაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში 21-მილიონიანი ტენდერი უკონკურენტოდ რატომ ჩატარდა. ეს თუ ამიხსნეს, მოვუხდი ბოდიშს”, –  თქვა გია გაჩეჩილაძემ.

მომღერალმა და ბიზნესმენმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) 12 დეკემბერს, კომპანია “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. გაჩეჩილაძეს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიები და მის მიერ მოგებული ტენდერები დაასახელა.

დღეს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძეს მოუწოდასასამართლოს მიმართოს. თუ დამტკიცდება, რომ ხეჩიკაშვილის მიერ ჩატარებული ტენდერები არასამართლიანი იყო, პრემიერი მზად არის, თანამდებობა დატოვოს.

“თუ დადასტურდა, რომ ყველაფერი კანონის დაცვით იყო, გამობრძანდეს გია გაჩეჩილაძე და ბოდიში მოუხადოს ტარიელ ხეჩიკაშვილს და ჩემი გუნდის სხვა წევრებს”, – თქვა პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ხეჩიკაშვილს ბიზნესი და სახელმწიფოებრივი საქმიანობა ერთმანეთში არასდროს აურევია.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები