გია აბაშიძე: მოვუწოდებ ჩვენს ხელისუფლებას, საგანგებო ვითარების დროს ალაგმოს კორონაცების მავნებლობა, მკაცრი სანქციები მედია-პარაზიტებს

გია აბაშიძე: მოვუწოდებ ჩვენს ხელისუფლებას, საგანგებო ვითარების დროს ალაგმოს კორონაცების მავნებლობა, მკაცრი სანქციები მედია-პარაზიტებს

“მოვუწოდებ ჩვენს ხელისუფლებას, საგანგებო ვითარების დროს ალაგმოს კორონაცების მავნებლობა, მკაცრი სანქციები მედია-პარაზიტებს”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

აბაშიძე საუბრობს ბრიტანეთზე, სადაც მაუწყებლებმა გაფრთხილება მიიღეს მარეგულირებლისგან, რომ დაექვემდებარებიან სანქციებს, თუკი კორონავირუსთან დაკავშირებით ყალბ სამედიცინო რეკომენდაციებს გაავრცელებენ.

,,ბრიტანელმა მაუწყებლებმა გაფრთხილება მიიღეს მარეგულირებლისგან [Ofcom], დაექვემდებარებით სანქციებს, თუკი გაავრცელებთ ყალბ სამედიცინო რეკომენდაციებს კორონავირუსთან დაკავშირებით. გაფრთხილება უკავშირდება სასექსის ადგილობრივ რადიოეთერში “რეგისტრირებული ექთნის” შეთქმულების თეორიის გავრცელებას, რომ თითქოსდა COVID-19-ის პანდემია უკავშირდება 5G სატელეფონო ქსელებს. ერთი შემთხვევის შემდეგ, სასტიკი გაფრთხილება და სანქციებით დამუქრება დიდ ბრიტანეთში. საქართველოში რა ხდება? როდემდე უნდა ითმინოს საზოგადოებამ SAACOVID-5-ის” მთავარი მატყუარას” არხის, მავნებელი “ტვ პირველის”, კეზერას ურეიტინგო “ფორმულის”, აქუსა და გოიმი ჯანგოს “კავკასიის” (უტიფარმა გუბაზმა აქუსთან – კორონავირუსის პრევენციაა ჭიკითა და ჭაჭით ხდებაო), ფეიკნიუსერი და უვიცი კაპანაძის presa.ge-სა და სხვა ნაცკორონების ტყუილები, დეზინფორმაცია და მავნებლობა?! მოვუწოდოთ ჩვენ ხელისუფლებას, საგანგებო ვითარების დროს, ალაგმოს კორონაცების მავნებლობა. მკაცრი სანქციები მედია-პარაზიტებს”,- წერს გია აბაშიძე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები