„გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებაში“

„გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებაში“

„გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებაში“, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მეშვეობით, ასევე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, განხორციელდა და დღესაც მიმდინარეობს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების დაფინანსება და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა ისეთ სექტორებში როგორიცაა: ენერგეტიკა, წყალმომარაგება, მყარი ნარჩენების მართვა, გარემოს დაცვა და სხვა.
„დღეის მდგომარეობით, გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჯარო სექტორში გამოყოფილია, 1 მილიარდ ევროზე მეტი გრანტის, ტექნიკური დახმარების და შეღავათიანი სესხის სახით. მნიშვნელოვანია გერმანული მხარის მხარდაჭერა კერძო სექტორის განვითარების მიმართულებითაც”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები