გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აშშ-ის პრეზიდენტი გაეროში წარმოთქმული სიტყვის გამო გააკრიტიკა.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აშშ-ის პრეზიდენტი გაეროში წარმოთქმული სიტყვის გამო გააკრიტიკა.

დონალდ ტრამპი საჭიროების შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეის “სრულიად განადგურებით” იმუქრებოდა.

მერკელის თქმით, ის ნებისმიერი სამხედრო ჩარევის წინააღმდეგია და დიპლომატიური ძალისხმევის იმედი აქვს:

“ჩემი აზრით, სანქციები და მათი პირობების შესრულება სწორი გადაწყვეტილებაა. მაგრამ ჩრდილოეთ კორეის მიმართ სხვა დანარჩენს მიუღებლად მივიჩნევ, ამიტომ არ ვეთანხმები აშშ-ის პრეზიდენტს.”

როგორც კანცლერი ამბობს, გერმანიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით დონალდ ტრამპს გაეროში სიტყვით გამოსვლამდე ტელეფონზე საუბრისას გააცნო. მერკელმა, ასევე, კონფლიქტის მოგვარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა:

“მაშინაც კი, თუ ეს კონფლიქტი გერმანიისგან შორს არის, ის, ასევე, ჩვენზეც მოქმედებს. ამიტომაც როგორც მე, ისე საგარეო საქმეთა მინისტრი მზად ვართ პასუხისმგებლობა ავიღოთ.”

მერკელის თქმით, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე მოლაპარაკებების დროს კარგ შედეგს მიაღწიეს, ამიტომ ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაშიც მსგავსი ან ანალოგიური გზა უნდა გაიარონ.

19 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეის სადებიუტო გამოსვლაში ჩრდილოეთ კორეის საკითხზე ისაუბრა მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში ამერიკა საკუთარი თავისა და მოკავშირეების დასაცავად ჩრდილოეთ კორეას გაანადგურებს. გარდა ამისა, გამოსვლის დროს ტრამპი ვენესუელას, ირანის შეთახნმებასა და ტერორიზმთან ბრძოლას შეეხო

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები