გერმანიის ელჩი – მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ბანკებს შეეძლოთ ფუნქციონირება, ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონტროლდებოდეს ბანკები

გერმანიის ელჩი – მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ბანკებს შეეძლოთ ფუნქციონირება, ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონტროლდებოდეს ბანკები

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ბანკებს შეეძლოთ ფუნქციონირება, თუმცა აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ კონტროლდებოდეს ბანკები, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის” საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ბანკებს შეეძლოთ ფუნქციონირება, თუმცა აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ კონტროლდებოდეს ბანკები. მე ვენდობი ეროვნული ბანკსა და მის კომპეტენციას,”– განაცხადა ელჩმა.

ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკისგან“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები