გერმანიაში სამუშაოდ წასული მოქალაქეები დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს უჩივიან

გერმანიაში სამუშაოდ წასული მოქალაქეები დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს უჩივიან

გერმანიაში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეები დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს უჩივიან. მოქალაქეების თქმით, მათ გერმანიაში მუშაობა მძიმე პირობებში უწევდათ და არსებული გარემოებების შესახებ სახელმწიფომ მათ სრული ინფორმაცია არ მიაწოდა. ისინი დასაქმების სააგენტოსგან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

“ყველაფერი ბოლო კაპიკამდე იყო ჩვენი გადასახდელი. წარმოიდგინეთ, ბოლო ორი დღეში რომ გეუბნებიან ტრენინგზე, ბილეთია საყიდელიო. დავითვალე ხარჯები და 1 100 ევრო მაქვს ვალი, ვისესხე აქედან რომ წავსულიყავი. ადამიანისგან ვისესხე, რომ ისევ უკან დავბრუნებულიყავი. საეჭვო სიტუაციას ქმნიდნენ, მაგრამ პირველ რიგში პასუხისმგებლობა ეკისრება დასაქმების სააგენტოს. 

მე თავს მოტყუებულად ვგრძნობ და რაც დავხარჯე, მატერიალური ზარალი, მორალური ზარალი, გაწერილია ყველაფერი პუნქტებად, რაც უნდა ჩამოგვეტანა ჩვენ 3 თვის განმავლობაში, იმის ანაზღაურებას ვითხოვთ დასაქმების სააგენტოსგან სასამართლოს გზით”. – თქვა ერთ-ერთმა დასაქმებულმა ტელეკომპანია ფორმულასთან საუბარში.

საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება პირველი აპრილიდან შეეძლოთ. სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მაქსიმალური ვადა სამი თვეა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ მუშაობა კვირაში 5-6 დღე მოუწევდათ, დღეში 8-10 საათი, მინიმალური ხელფასი კი საათში 9.5 ევროა.

დარეგისტრირებული მოქალაქეების გამგზავრების შემდეგ ისინი შეუსაბამო პირობებზე და შეთანხმების დარღვევაზე საუბრობდნენ. 

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები