გერმანიაში ათასობით მოქალაქე დევნილებთან დაკავშირებით, ევროკავშირის მკაცრ პოლიტიკას აპროტესტებს.

გერმანიაში ათასობით მოქალაქე დევნილებთან დაკავშირებით, ევროკავშირის მკაცრ პოლიტიკას აპროტესტებს.

გერმანიაში ათასობით მოქალაქე დევნილებთან დაკავშირებით, ევროკავშირის მკაცრ პოლიტიკას აპროტესტებს. ამის შესახებ Yahoo წერს.

აქციები ქვეყნის რამდენიმე ქალაქში იმართება. ბერლინში ქუჩაში 12 ათასი ადამიანი გამოვიდა. იმათ ხელში სამაშველო ჟილეტები ეჭირათ. აქტივისტები ამბობენ, რომ ამით ხმელთაშუა ზღვაში, ევროპისკენ მიმავალი ადამიანების დაღუპვის შემთხვევებს აპროტესტებენ და ევროკავშირს მოუწოდებენ, კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს, მათ ქვეყნებში შესვლის პროცედურა გაუმარტივონ.

„ჰუმანურობა პოლიტიკური შეხედულება არაა“ – წერია მათ საპროტესტო ბანერებზე.

გაეროს მიგრაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ხმელთაშუა ზღვის გავლით, ევროპის ქვეყნებამდე მიღწევის მცდელობისას 1 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

29 ივნისს ევროკავშირის სამიტზე ბრიუსელში წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა საიმიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით ერთობლივ პოლიტიკაზე შეთანხმება მოახერხეს. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი შეეხება ზღვაზე გადარჩენილი მიგრანტებისთვის ცენტრების გახსნას ევროკავშირის იმ ქვეყნებში, რომლებიც ამას დათანხმდებიან. გარდა ამისა, ევროკავშირი აპირებს ჩრდილოეთ აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში გახსნას ლტოლვილთა ბანაკი, რათა შეამციროს ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპისკენ მიმავალი მიგრანტების ნაკადი.

ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ საზღვრების კონტროლი გაძლიერდება, ხოლო თურქეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებისთვის დაფინანსების გაზრდაა დაგეგმილი.

სამიტზე გადაწყდა ისიც, რომ აუცილებელია მიგრანტების გადაადგილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების შიგნით შეწყდეს. სწორედ ამიტომ ბლოკი დამატებითი ზომების მიღებას გეგმავს.

შეთანხმება ითვალისწინებს იმასაც, რომ უნდა მოხდეს პრევენცია ახალი საზღვაო თუ სახმელეთო მარშრუტების, რომლითაც მიგრანტები ევროპაში ჩადიან.

6 ივლისს, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულმა და ქრისტიან-სოციალისტურმა კავშირებმა და აგრეთვე, „დიდ კოალიციაში“ მათთან ერთად შემავალმა სოციალ-დემოკრატილმა პარტიამ, საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ შეთანხმებას მიაღწია.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები