Georgian Airways-მა ახალ მიმართულებებზე ფრენების ნებართვა მიიღო

Georgian Airways-მა ახალ მიმართულებებზე ფრენების ნებართვა მიიღო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს ბრატისლავას, ბერლინის, ბარსელონას, ბრიუსელის, ბოლონიას, კიოლნის და პარიზის მიმართულებებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა მიენიჭა.

რეგულარული რეისები მიმდინარე წლის 25 მარტიდან, შემდეგი განრიგით შესრულდება:თბილისი-ბრატისლავა-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს; თბილისი-ბერლინი-თბილისი, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს; თბილისი-ბარსელონა-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას; თბილისი-ბრიუსელი-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას; თბილისი-ბოლონია-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი-კიოლნი-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს; თბილისი-პარიზი-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს.

ფრენები Boeing B737, Embraer E190 და Bombardier CL600 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები