გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით დაკრძალეს

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით დაკრძალეს

საქართველოს ეროვნული გმირის, ემიგრაციაში გარდაცვლილი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით დაკრძალეს.

გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები