გაზრდილი ნაკადის გამო, თბილისსა და ბათუმს შორის მატარებლის დამატებითი რეისი დაინიშნა

გაზრდილი ნაკადის გამო, თბილისსა და ბათუმს შორის მატარებლის დამატებითი რეისი დაინიშნა

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისს ამატებს.

მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

 

გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით.

„ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები