„გაზრდილი ბიუჯეტი იმ პრიორიტეტებს მოხმარდება, რომლებიც კალაძის წინასაარჩევნო დაპირებებში იყო ჩამოთვლილი

„გაზრდილი ბიუჯეტი იმ პრიორიტეტებს მოხმარდება, რომლებიც კალაძის წინასაარჩევნო დაპირებებში იყო ჩამოთვლილი

2018 წლის გაზრდილი ბიუჯეტი სწორედ იმ პრიორიტეტების განხორციელებას მოხმარდება, რომლებიც კალაძის წინასაარჩევნო დაპირებებში იყო ჩამოთვლილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ქალაქის მთავარი ტრანსპორტით – მეტროთი გადაადგილება უფრო მოხერხებული იქნება.

„ახალი ბიუჯეტით მოდერნიზდება მეტროს ვაგონები, რაც მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის, გაიზრდება მეტროს ვაგონების რაოდენობა, რაც ლოდინის ინტერვალსაც შეამცირებს და უფრო მეტი მგზავრის გადაყვანასაც უზრუნველყოფს. ამასთან ერთად, წინა წლებთან შედარებით 3-ჯერ იზრდება თანხები დედაქალაქის გამწვანებისთვის, რადგან სწორედ მწვანე ინფასტრუქტურაა თბილისელების ერთ-ერთი მთავარი დაკვეთა. სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით მეტი თანხის მობილიზება და ქალაქის თვითმმართველობის სწორი აქცენტები მალე თვალნათლივ მოიტანს დადებით შედეგს. კახა კალაძის პირველი სამუშაო წელი – დამატებით მობილიზებული 60 მლნ ლარი და მაქსიმალური აქცენტი თბილისისა და თბილისელების პრიორიტეტებზე“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები