გავრცელებული ცნობით, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდამსხმელი უკვე იდენტიფიცირებულია

გავრცელებული ცნობით, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდამსხმელი უკვე იდენტიფიცირებულია. 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილი საკუთარი ბიძის სახლში გადაასვენეს. თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი კი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
ასევე ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელის მთავარი სამიზნე სწორედ ახალგაზრდა კაცი იყო და მკვლელს და გრიგოლ გუგეშაშვილს შორის წლების განმავლობაში დაპირისპირება გოგოს გამო არსებობდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ისინი წლების წინ ერთმანეთს თბილისის ზღვაზე ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
გუგეშაშვილის მკვლელობისთვის ძებნილი, “ქრონიკის“ ინფორმაციით, რამდენიმე წელი სასჯელს იხდიდა. ციხიდან გამოსულმა კი შური იძია.
სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს გარდაცვლილის ბიძა, მეგობარი გოგო და მეზობლები, რომელთა ერთი ნაწილის განცხადებით, მათ დაინახეს მკვლელი ლურჯი ფერის ქურთუკში.
არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ თავდამსხმელი დაჭრილია და მან დანასაულის ადგილი დიღმის ტყე-პარკის გავლით დატოვა.
დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში გუშინ დილით თავს დაესხნენ. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).
მსგავსი სიახლეები

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულიკიანმა ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ სებასტიან შეფერდის ექსტრადირების ბრძანება გამოსცა.

„პირველივე დღეს, დაწვრილებით მოვყევი, რაც დავინახე, იგივე ვთქვი სასამართლოზე და კომისიაზეც. ახალი არც კითხვები ყოფილა კომისიაზე და არც გარემოება“

პოლიციამ მეუღლის, გერისა და სიდედრის მიმართ განხორციელებულ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა
