გაცდენები, ხელფასი, მინისტრების დაბარება — რა იცვლება პარლამენტის საქმიანობაში

გაცდენები, ხელფასი, მინისტრების დაბარება — რა იცვლება პარლამენტის საქმიანობაში

საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება იზრდება. საკანონმდებლო ორგანო ვალდებული ხდება გააკონტროლოს მთავრობის საქმიანობა და მოითხოვოს სამუშაოების შესრულების შესახებ ანგარიში ინტენსიურად. ამის გარდა, მკაცრდება კონტროლი დეპუტატების გაცდენებზე და განისაზღვრება პარლამენტის ეთიკის კოდექსიც. ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შედის.

საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციების გაზრდა ახალი კონსტიტუციის მიღებამ განაპირობა. მეხუთე პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამოქმედდება და საქართველოც ოფიციალურად საპარლამენტო მმართველობაზე გადავა.

პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტში 224 მუხლია. კანონპროექტში ბევრი სამართლებრივი დეტალია. დოკუმენტი რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, საკომიტეტო საქმიანობა, პლენარული სხდომების ჩატარების წესი, საკანონმდებლო პროცესი და ზედამხედველის ფუნქცია.

გაცდენები

ახალი რეგლამენტი გაცდენების პრობლემასთან ბრძოლასაც ცდილობს. საპატიო მიზეზის არაკეთილსინდისიერად გამოყენების თავიდან ასაცილებლად დეპუტატები ვალდებული იქნებიან გაცდენის მიზეზი დააკონკრეტონ, შესაბამისი ცნობა წარადგინონ.

პლენარული სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ჩაითვლება:

  • ავადმყოფობა;
  • სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა…

კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება:

  • თუ უმრავლესობა, უმცირესობა, ფრაქცია, დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო ბოიკოტს აცხადებს;
  • თუ საქართველოს პარლამენტში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ სხვა ქვეყნის დელეგაციას ხვდება.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აღრიცხავს იმ დეპუტატებს, რომლებიც კომიტეტის სხდომებს არ ესწრებიან და ამ მონაცემებს ყოველი თვის ბოლოს პარლამენტის საიტზე გამოაქვეყნებს.

რეგლამენტის დარღვევა

რეგლამენტის დამრღვევი პარლამენტის წევრი “დაისჯება”:

  • ჩამოართმევენ სიტყვის უფლებას;
  • გააფრთხილებენ;
  • სხდომათა დარბაზს დაატოვებინებენ;
  • ხელფასს დაუქვითავენ.

    ეთიკის საბჭო

    პარლამენტი ვალდებულია შექმნას ეთიკის საბჭო. საბჭოში ოპოზიციის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები არ უნდა იყოს. პარლამენტარის ქცევის ეთიკურ სტანდარტებს ეთიკის კოდექსი დაარეგულირებს. კოდექსს პარლამენტი დადგენილების სახით გამოსცემს

    საზედამხედველო ფუნქცია

    პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის ზრდა ერთ-ერთი გარდამტეხი თავია რეგლამენტის პროექტში. კონტროლის მექანიზმების დახვეწა მთავრობისგან ინფორმაციის მიღების სხვადასხვა გზებს უკავშირდება

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები