გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსმა ჩინეთში 5 ადამიანი იმსხვერპლა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსმა ჩინეთში 5 ადამიანი იმსხვერპლა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსმა ჩინეთში 5 ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრცელებს.

გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 45 ახალი შემთხვევა. სულ კორონავირუსით ჩინეთში 3 300 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რიცხვი 81 439-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 75 448 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები