“გარეთ დარჩენილი რადიკალური ოპოზიცია საპარლამენტო ოპოზიციაზე ახდენს ზეწოლას”

“გარეთ დარჩენილი რადიკალური ოპოზიცია საპარლამენტო ოპოზიციაზე ახდენს ზეწოლას”

გარეთ დარჩენილი რადიკალური ოპოზიცია საპარლამენტო ოპოზიციაზე ახდენს ზეწოლას. ცდილობენ, შარლ მიშელის შეთანხმების ის პუნქტი, რომელიც ამნისტიას უკავშირდება, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მცირე ნაწილის ხარჯზე შესრულდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისივე განცხადებით, პროექტი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, სრულად ასახავს იმ პირობასა და მოთხოვნას, რომელიც მიშელის დოკუმენტშია მოცემული.

კარგია, რომ ოპოზიციის ნაწილმა ამ დოკუმენტს მხარი დაუჭირა, თუმცა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ხელმომწერმა ოპოზიციურმა პარტიებმა, ვინც პარლამენტშია წარმოდგენილი, მხარი დაუჭიროს ამნისტიის პროექტს. მესმის, რას ემსახურება ეს ყველაფერი. როგორც ჩანს, გარეთ დარჩენილი რადიკალური ოპოზიცია საპარლამენტო ოპოზიციაზე ახდენს ზეწოლას. ისინი ცდილობენ მიშელის შეთანხმების ეს პუნქტი, რომელიც ამნისტიას უკავშირდება, შესრულდეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მცირე ნაწილის ხარჯზე. ეს არ არის პასუხისმგებლიანი მიდგომა. საერთოდ დღეს როცა ჩვენი საზოგადოებისა და მოქალაქეების ნომერ პირველი საკითხი არის პოსტკოვიდური ეკონომიკის აღდგენა, სიღარიბის შემცირება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ამ ფონზე, როცა ამდენი დრო და ენერგია იხარჯება ავუხსნათ ოპოზიციას, რატომ არის ამ პუნქტების შესრულება საჭირო და თან ავუხსნათ ის, რაც მათ კარგად იციან. ვფიქრობ, არ არის სწორი, ეს არ არის თანხვედრაში ჩვენი მოქალაქეების მოლოდინთან, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები