გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო-სვანეთის თანამშრომლებმა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ფარულად გადასატანი გზა აღმოაჩინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო-სვანეთის თანამშრომლებმა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ფარულად გადასატანი გზა აღმოაჩინეს.
გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლის კონსტანტინე ანთიას თქმით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ე.წ. ხოკოს უბანში საგუშაგოს მიმდებარედ, აღმოაჩინეს შემოვლითი გზა, რომლის საშუალებითაც „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსით მოქალაქე ე.წ. მაგანას ხეობაში უკანონოდ მოპოვებულ ფიცრებს ყრიდა, საიდანაც შემდგომში მანქანით გადაჰქონდა.
ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
კატეგორიები:
სამართალი