გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-5 აპრილს საქართველოს ზოგ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-5 აპრილს საქართველოს ზოგ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-5 აპრილს საქართველოს ზოგ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +12, +17 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

5 აპრილს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს. შიდა ქართლში ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა -3 გრადუსამდე დაეცეს.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება, ღამით კი +2, +4 გრადუსამდე დაიკლებს.

სააღდგომოდ 7,8,9 აპრილსშესაძლებელია, 23-28 გრადუსი სითბო აღინიშნოს. მთიან რაიონებში 19-24, მაღალმთიან რაიონებში 10-15 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.

“აღმოსავლეთ საქართველოს რაც შეეხება და განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს, 5,6 და 7 აპრილს შესაძლებელია, მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ეს ეხება უფრო კახეთსა და მათ შორის თბილისს. ტემპერატურა მოიმატებს დაახლოებით 13-დან 18 გრადუსამდე”, – განმარტა დოდო გვაზავამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები