გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში თოვლია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში თოვლია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოს დედაქალაქში, დღეს, გვიან ღამით, თოვლჭყაპია მოსალოდნელი, ხოლო გარეუბნებში კი ნალექი უმეტესად თოვლი სახით იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში თოვლია მოსალოდნელი.
რაც შეეხება, 14 იანვარს, დასავლეთ საქართველოში იწვიმებს. მაღალმთაში მოთოვს. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარეც ზოგჯერ 17–22 მეტრი წამში იქნება.
15–16 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში ცივი ჰაერის მასები შენარჩუნდება, ზოგან მოსალოდნელია ნისლი.
თბილისში სუსტი თოვაა მოსალოდნელი. შესაძლოა, იყოს ნისლიც. 15 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, მთასა და მაღალმთაში მოთოვს. ამასთან, 15–17 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში, კერძოდ, ახალქალაქში, ბაკურიანში, გუდაურსა და სტეფანწმინდაში ღამით –15 გრადუსამდე ტემპერატურაა მოსალოდნელი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები