გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის Global Forest Watch” (GFW) ეროვნული სამეთვალყურეო/მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე სატყეო პოლიტიკა და სტრატეგია, დაგეგმილი და პრიორიტეტული აქტივობები და მოსალოდნელი შედეგები განიხილეს.

პროექტის წარმომადგენლებმა „ტყისა და მიწათსარგებლობის ინფორმაციის და გადაწყვეტილების მხარდამჭერი“ (FLUIDS) სისტემის შემუშავების პროცესზე, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა მსჯელობა ტყის მართვის დონის ინვენტარიზაციაზე, ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებსა და UNFCCC/ NCD ტყის ნაწილის ვალდებულებების აღსრულებაზე, ასევე განხილულ იქნა ეროვნული ტყის ინვენტარიზაციის სტატუსი.

შეხვედრას სოლომონ პავლიაშვილთან ერთად, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP), მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (WRI), გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები