გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოფლის მეურნეობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა, რომელმაც მადლობა გადაუხდა პროგრამის ხელმძღვანელს, ლოუ ფაოროს მხარდაჭერისთვის და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით  სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც სამუშაო ადგილების შექმნისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი გააჩნია.
პროგრამა ითვალისწინებს სერტიფიცირების სისტემის სრულყოფის, სოფლის მეურნეობაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვისა და შერჩეული ღირებულებათა ჯაჭვების (კენკროვანი კულტურები, მწვანილი, კურკოვანი ხილი, თესლოვანი ხილი (ვაშლი), მალფუჭებადი ბოსტნეული, მანდარინი, სუფრის ყურძენი) ხელშეწყობის საკითხებს.
პროგრამის ხელმძღვანლის, ლოუ ფაოროს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო მოხარულია საქართველოში ახალი პროექტის დაწყებით, რადგან ქვეყანაში სოფლის მეურნეობას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.
მნიშვნელოვანია, რომ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა ტექნიკური ცოდნის შეძენისა და გაღრმავების თვალსაზრისით, სარგებელს 150 ათას ბენეფიციარს მოუტანს. მიზნობრივ ტექნიკურ დახმარებას კი, 500 მცირე და საშუალო ზომის საწარმო, კოოპერატივი, მომსახურების/კონსულტაციის მიმწოდებელი და ასოციაცია მიიღებს.
შეხვედრას USAID-ის ექსპერტები და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები