გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, კახეთში რთველი წარმატებით მიმდინარეობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, კახეთში რთველი წარმატებით მიმდინარეობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, კახეთში რთველი წარმატებით მიმდინარეობს. უწყების განცხადებით, მოსავალმა და შემოსავლებმა 30 წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ინფორმაციას travelingeorgia.ge ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, გადამუშავებულია 180 ათასამდე ტონა ყურძენი, მევენახეების შემოსავალმა რთველის დაწყებიდან დღემდე კი 245 მლნ ლარს მიაღწია.

წელს ყურძნის ჩაბარების ფასი საფერავის შემთხვევაში 2 ლარი, ადგილწარმოშობის -3, ხოლო რქაწითელის ჯიშის შემთხვევში 70-80 თეთრია.

რთველი კახეთში ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

წელს სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას არ აპირებდა, თუმცა მოგვიანებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულმა კომპანია სს „აკურამ“ სექტემბრის დასაწყისში რთველისთვის 10 მილიონის მომსახურების შემდეგ დამატებით 30 მილიონის მომსახურების შეძენის ნებართვა ითხოვა. მოთხოვნა შესყიდვების სააგენტომ უკვე დააკმაყოფილა. 

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები