გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მარტინა ქვიქს შეხვდა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს მხარდაჭერისთვის და დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სამინისტროს მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში დონორი ორგანიზაციების, მათ შორის, შვედეთის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (SIDA) ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე მხარეებმა გარემოსდაცვითი კუთხით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ნარჩენების მართვის საკითხს, რომელიც  უწყების პრიორიტეტული მიმართულებაა.

მარტინა ქვიქმა სამინისტროსთან აქტიური კომუნიკაციის და თანამშრომლობის  მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდნენ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები