გარდაცვლილი ექთნის საქმეზე ამ დრომდე მიმდინარეობს სხვადასხვა კვლავა, შემაჯამებელი დოკუმენტი დასკვნის სახით ჯერ მზად არ არის

გარდაცვლილი ექთნის საქმეზე ამ დრომდე მიმდინარეობს სხვადასხვა კვლავა, შემაჯამებელი დოკუმენტი დასკვნის სახით ჯერ მზად არ არის

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განცხადების თანახმად, მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, გარდაცვლილი ექთნის საქმესთან დაკავშირებით, დღეს უნდა გახდეს ცნობილი საქმის სასამართლო-სამედიცინო დასკვნა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„გარდაცვლილი ექთნის საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ამ დრომდე მიმდინარეობს სხვადასხვა კვლევა, რომელიც არ დასრულებულა, შესაბამისად შემაჯამებელი დოკუმენტი დასკვნის სახით ჯერ მზად არ არის. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ ყველა დასმულ კითხვას ზუსტი, კვალიფიციური და ამომწურავი პასუხები. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს“, – აღნიშნულია ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები