,,გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ გარდაცვალება არის დასაწყისი ჭეშმარიტი სიცოცხლისა, რომლისთვისაც ჩვენ, ყველა უნდა მოვემზადოთ”-ილია მეორე

,,გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ გარდაცვალება არის დასაწყისი ჭეშმარიტი სიცოცხლისა, რომლისთვისაც ჩვენ, ყველა უნდა მოვემზადოთ”-ილია მეორე

გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ გარდაცვალება არის დასაწყისი ჭეშმარიტი სიცოცხლისა, რომლისთვისაც ჩვენ, ყველა უნდა მოვემზადოთ”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის წერილშია აღნიშნული.

„დიდია ჩვენი გულისტკივილი ბატონი ჯანსუღის გარდაცვალების გამო. იგი როგორც ბერმუხა, ისე იდგა ქართული ლექსისა და ქართული სულის სადარაჯოზე. მართალია, მან რთული და მრავალფეროვანი გზა განვლო, რაც ქვეყნის ცხოვრების წესმაც განაპირობა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ უფლის წინაშე წარსდგა, როგორც მონანული და დიდი პოეტი. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა „სავანესა მართალთასა“ დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ურყევი რწმენა იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ გარდაცვალება არის დასაწყისი ჭეშმარიტი სიცოცხლისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველა უნდა მოვემზადოთ”, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმარში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები