გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ზემო სამგორის სარწყავ სისტემას რეაბილიტაცია უტარდება.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ზემო სამგორის სარწყავ სისტემას რეაბილიტაცია უტარდება.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ზემო სამგორის სარწყავ სისტემას რეაბილიტაცია უტარდება. სარემონტო სამუშაოები მაგისტრალური არხის გ-7 გამანაწილებელზეც მიმდინარეობს, კეთდება მონოლითური რკინა-ბეტონის მართკუთხა არხი, მონტაჟდება წყალაღების კვანძები და პარაბოლური ღარები, ასევე, ეწყობა საავტომობილო ხიდი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინფორმაციით, სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაციის შედეგად, სოფელ სართიჭალის მოსახლეობა 1 200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს მორწყავს.
პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. სარემონტო სამუშაოები 2018 წლის სექტემბერში დასრულდება.
ქვემო ქართლში დღეისთვის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 11 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. გაწეული სამუშაოების შედეგად, 15 817 ჰექტარზე რწყვის რეჟიმი გაუმჯობესდება, ხოლო რეგულარული სარწყავი ფართობი 3280 ჰექტარით გაიზრდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები