„გაფიცულმა მაღაროელებმა უარი განაცხადეს შრომითი დავების მედიატორის ჩართვაზე“-სერგეენკო

„გაფიცულმა მაღაროელებმა უარი განაცხადეს შრომითი დავების მედიატორის ჩართვაზე“-სერგეენკო

„გაფიცულმა მაღაროელებმა უარი განაცხადეს შრომითი დავების მედიატორის ჩართვაზე“, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო პროცესში თავიდანვე ჩაერთო.
„ჯანდაცვის სამინისტრო თავიდანვეა ჩართული აღნიშნულ საკითხში. გარდა ხელფასის მატებისა, სხვა საკითხები ჩვენი უშუალო ვალდებულებაა. ჩვენ უკვე გავაკეთეთ შეფასება და კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ ეს საკითხები მოგვარდეს. რაც შეეხება ხელფასების მატებას – რაღაცნაირად, იმის საშუალება უნდა შეიქმნას, რომ საქმიან და მოლაპარაკების რეჟიმში დასხდნენ ეს ადამიანები მაღაროების მენეჯმენტთან და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება შეძლონ.
მთავრობას არა მარტო ბერკეტი, არამედ ჯანდაცვის სამინისტროს ვალდებულებაც აქვს, ასეთ შემთხვევაში მიავლინოს შრომითი დავების მედიატორი. ჩვენ ეს ათეულობით გაგვიკეთებია ამ წლების განმავლობაში და 60%-ში წარმატებით სრულდებოდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამწუხაროდ, გაფიცულებმა უარი განაცხადეს შრომითი დავების მედიატორის ჩართვაზე. ასეთ შემთხვევაში რჩება მთავრობის უშუალო ჩართულობა და, რაღაცნაირად, მედიატორობა მაღალ პოლიტიკურ დონეზე კომპანიასა და გაფიცულებს შორის“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები