„განვითარებული და ევროპული ყაიდის საქართველო არის ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი ძმებისთვის, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა“-პრემიერი

„განვითარებული და ევროპული ყაიდის საქართველო არის ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი ძმებისთვის, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა“-პრემიერი

„განვითარებული და ევროპული ყაიდის საქართველო არის ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი ძმებისთვის, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ომი არის ტკივილი და წარსული, ხოლო ჩვენი მომავალი არის მშვიდობა და განვითარება.
“ჩვენი უახლესი ისტორიაც ხომ ძალიან მძიმეა და ტკივილით სავსე. ეს განსაკუთრებით სამეგრელომ გამოსცადა თავის თავზე. ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა უბედურება დატრიალდა 90-იან წლებში აქ. ეს იყო უსამართლობის განცდა, მაგრამ ამავე დროს, თქვენ აჩვენეთ ისეთი ხასიათის სიმტკიცე, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის უნდა იყოს მაგალითი, ჩემი აზრით. ჩემთვის ეს ნამდვილად მაგალითია.
ომი არის ტკივილი და წარსული. ხოლო ჩვენი მომავალი არის მშვიდობა და განვითარება. ჩვენ პირდაპირ განვაცხადეთ, რომ სწორედ განვითარებული და ევროპული ყაიდის საქართველო არის ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი ძმებისთვის, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა. მე დარწმუნებული ვარ ეს ასეც მოხდება, ამისთვის ჩვენ გვჭირდება ერთსულოვნება, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ამოცანების მიღწევა, და რაც მთავარია, ჩვენ გვჭირდება ის, რაც ჩვენ დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა. ეს არის ხასიათის სიმტკიცე. ეს არის მდგრადობა იმ გამოწვებების მიმართ, რაც ჩვენ გვაქვს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები