განსაკუთრებული ყურადღება ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკას უნდა მიექცეს-მიხეილ ჯანელიძე

განსაკუთრებული ყურადღება ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკას უნდა მიექცეს-მიხეილ ჯანელიძე

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკას უნდა მიექცეს.
მისივე თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს შს სამინისტროსთან და შიდა მექანიზმებზე, რათა მთელი რიგი დარღვევები არ მოხდეს.
„აუცილებელია, რომ სტატისტიკას, რომლითაც გაიზარდა თავშესაფრის მაძიებლები, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ. სწორედ ამისთვის გაიმართა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების სპეციალური შეხვედრა, სადაც განვიხილეთ კონკრეტული გეგმები, რომელიც უკავშირდება პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობის ინფორმირებულობას, თუ რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული მათი არალეგალური ვიზიტები ევროკავშირში და ასევე თავშესაფრის არაკანონიერი მოთხოვნები. ამით ისინი ფინანსურ ზიანსაც იღებენ და ასევე სხვა პრობლემებთანაცაა დაკავშირებული მსგავსი ქმედებები. ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ორგანიზებული დანაშაულის სფეროში, ასევე ვიმუშავებთ შიდა მექანიზმებზე, რათა არ მოხდეს მთელი რიგი დარღვევები“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები