“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშენებლობებს, მის ხარისხს. უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და ამ ფაქტს მოჰყვება მკაცრი რეაგირება”-კახა კალაძე

“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშენებლობებს, მის ხარისხს. უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და ამ ფაქტს მოჰყვება მკაცრი რეაგირება”-კახა კალაძე

“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშენებლობებს, მის ხარისხს. უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და ამ ფაქტს მოჰყვება მკაცრი რეაგირება”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „ვარკეთილის“ მეტროში ჭერის ჩამონგრევის ფაქტს.
ის არსებულ ვითარებას ადგილზევე გაეცნო და განაცხადა, რომ ამ კომპანიის მიერ, მეტრო “ახმეტელზე” ჩატარებული სამუშაოები დღესვე გადამოწმდება.
“სამწუხაროა ეს ფაქტი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშენებლობებს, მის ხარისხს. უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და ამ ფაქტს მოჰყვება მკაცრი რეაგირება. სამუშაოები ამ ობიექტზე აგვისტოში დასრულდა და სექტემბერში იქნა ექსპულატაციაში მიღებული. ამ კომპანიას სამუშაოები აქვს ჩატარებული მეტრო „ახმეტელზე“ და დღესვე დაიწყება გადამოწმება, თუ როგორ არის იქ ჩატარებული სამუშაოები. ამ კონკრეტულ ფაქტს მკაცრი რეაგირება მოჰყვება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ბევრი მაგალითია, როდესაც ახალი გარემონტებული შენობები მძიმე მდგომარეობაშია. “ჩვენ გვაქვს მაგალითები, მუხიანში ჩემთან ერთად იყავით და ნახეთ სპორტული კომპლექსი, რა მდგომარეობაში იყო. არის კონკრეტული ბაგა-ბაღი, რომლის რემონტიც არის ახალი დამთვრებული, მაგრამ თავიდან არის გასაკეთებელი. ძალიან მკაცრები ვიქნებით და თავს არ დავუხრით არავის”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები