განათლებისა და რეგიონული განვითარების სამინისტროები საქართველოში სკოლებს ამოწმებენ

განათლებისა და რეგიონული განვითარების სამინისტროები საქართველოში სკოლებს ამოწმებენ

განათლებისა და რეგიონული განვითარების სამინისტროები საქართველოში სკოლებს ამოწმებენ. მონიტორინგის დასრულების შემდეგ, შესაძლოა რეგიონებში სკოლის შენობებში საბავშო ბაღები ან პროფესიული ცენტრები განთავსდეს. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ სკოლის მართვასთან დაკავშირებულ კონფერენეციაზე თქვა. ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.

ირინა აბულაძის თქმით, სამინისტროს მიზანია სკოლამდელი მზაობის პროგრამები 2-4 და 5-6 წლამდე ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. მისი თქმით, დღევანდელი ინფორმაციით 5-6 წლიანი ბავშვების მხოლოდ 25%-ს ფარავს სასკოლო მზაობის სისტემა.

“არის რეგიონებში სკოლები, რომლებსაც ინფრასტრუქტურულად შეუძლიათ შეითავსონ ბაღების სივრცე… შესაძლებელია სკოლამ სხვადასხვა ფუნქცია აიღოს თავის თავზე, მაგალითად რომელიმე პროფესიული პროგრამა შეიძლება იყოს სკოლის სივრცეში გახსნილი, ან ბაღი, ან ახალგაზრდობის ცენტრი”, – თქვა ირინა აბულაძემ.

აბულაძემ სასკოლო ასაკთან დაკავშირებითაც ილაპარაკა.

“გადაწყვეტილება რომლის საფუძველზეც მოსწავლე 6 წელზე ადრე ვერ შედის სკოლაში, მიღებული იქნა ფსიქოლოგების რეკომენდაციით, იმ მოცემულობიდან გამომდინარე რაშიც ჩვენ ვიმყოფებოდით. თუ გვექნება სასკოლო მზაობის პროგრამები, რაზეც მინიმუმ 5-6 წლიან მოსწავლეებს ექნებათ წვდომა, ისინი ცხადია უფრო მომზადებული იქნებიან და მომავალში შესაძლებელია ასაკის დაწევაზე ვისაუბროთ. მაგრამ ახლა ეს ძალიან არასერიოზული იქნება”, – განაცხადა ირინა აბულაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები