განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილი თბილისელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილი თბილისელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილი თბილისელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
ტალიაშვილმა სასწავლო წლის დაწყება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებსა და დაწესებულების პერსონალსაც მიულოცა, რომლებისთვისაც სასწავლო წელი 18 სექტემბრიდან განახლდება.
,,მინდა ყველას გისურვოთ სასიკეთო სიახლეებით აღსავსე და ნაყოფიერი ახალი სასწავლო წელი გამორჩეულად ვულოცავ პირველ კლასელებს და მათ ოჯახებს სრულიად ახალი და საინტერესო ეტაპის დაწყებას მათ ცხოვრებაში.
ორშაბათიდან, 18 სექტემბრიდან, სასწავლო წელი განახლდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში და წინასწარ მინდა მივულოცო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პერსონალს, მათ აღსაზრდელებსა და ოჯახებს. ყოველი ახალი სასწავლო წელი არის ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენის დასაწყისი“, – ნათქვამია თამარ ტალიაშვილის განცხადებაში, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები