განათლების მინისტრის განცხადებით, სამინისტროში შუახევის სკოლაში, პირველი კლასის მოსწავლეების “ქართული ოცნების” დროშებით გადაღებულ ფოტოებზე მოკვლევა მიმდინარეობს.

განათლების მინისტრის განცხადებით, სამინისტროში შუახევის სკოლაში, პირველი კლასის მოსწავლეების “ქართული ოცნების” დროშებით გადაღებულ ფოტოებზე მოკვლევა მიმდინარეობს. ალექსანდრე ჯეჯელავას ინფორმაციით, მოკვლევის შედეგები მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ან უხეშ დარღვევასთან ან გამიზნულ მოქმედებასთან. ჩვენ დავიწყეთ მოკვლევა გუშინწინ, როდესაც ეს ინფორმაცია მივიღეთ. ძალიან პრინციპული საკითხია და სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვისაც დაუმტკიცდება შეგნებული ნაბიჯი ან თუნდაც წესებიდან გადაცდომა. საინტერესო ის არის, რომ მიგვითითებს და რჩევებს გვაძლევს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც სკოლის პოლიტიზების პრაქტიკა შექმნა. მათ ამ თემაზე სალაპარაკო ნამდვილად არ აქვთ. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა სწორედ ის არის, რომ სკოლები სრულად თავისუფალია პოლიტიკური პროცესისგან და მომავალშიც ასე იქნება“, – განაცხადა ჯეჯელავამ.
ალექსანდრე ჯეჯელავა შუახევის სკოლის მასწავლებლის და დირექციის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს გაფრთხილება, საყვედური და უკიდურეს შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლება. ცნობისთვის, შუახევის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა მარინე დარჩიძემ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც პირველი კლასის მოსწავლეებს ხელში „ქართული ოცნების” დროშები უჭირავთ.
მსგავსი სიახლეები

“საზოგადოებრივ მაუწყებელზე გუშინდელი დებატების დროს ყველამ ძალიან კარგად დაინახა, ვის როგორ წარმოუდგენია ქალაქის განვითარება”
პოლიტკორექტულობა არ ვიცი, მაგრამ რომ ყველასი პასუხი გასცა ყველაზე დინჯმა კაცმა ეს ფაქტია-სალომე ზურაბიშვილი
