განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორს, გაგა ჩხეიძეს შეხვდა.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორს, გაგა ჩხეიძეს შეხვდა.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორს, გაგა ჩხეიძეს შეხვდა. შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე მუშაობისას კულტურის სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იქნება ქართული კინოს დაფინანსების ზრდა.

„განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი მჭიდროდ ითანამშრომლებს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან, კინოაკადემიასთან, „ქართული ფილმის” სტუდიასთან და ქართული კინოს ინდუსტრიაში ჩართულ ყველა მონაწილე მხარესთან, რათა გავაძლიეროთ, როგორც პოლიტიკის საფუძვლები, ასევე კინოს განვითარების შესაძლებლობები საქართველოში”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მიმდინარე საერთაშორისო პროექტების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.
გაგა ჩხეიძის ინფორმაციით, ევროპის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიალი ყოველწლიურად იმართება – 2 წელიწადში ერთხელ ბერლინში, ხოლო დანარჩენ დროს -ევროპის სხვადასხვა ქალაქში. საქართველო დაიწყებს მუშაობას შეთავაზებაზე, რომ 2022 წლის კინოაკადემიის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართოს თბილისში.

„ევროპის კინოაკადემიის დაჯილდოვების ცერემონია ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენაა, რომელსაც ევროპაში წლიდან წლამდე დიდი ინტერესით ელიან. ცერემონიის მსვლელობისას მთელი ყურადღება იმ ქვეყნისადმი არის მიმართული, სადაც ღონისძიება ტარდება. წითელ ხალიჩაზე თავს იყრიან მსოფლიო კინოს ვარსკვლავები, ცერემონია გადაიცემა არაერთი ევროპული წამყვანი ტელეარხის პირდაპირ ეთერში, რადგან იგი ევროპული კინოს ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრებს აფასებს. ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტია ვიმ ვენდერსი. კინოაკადემია დღეს 3600 წევრს აერთიანებს. მოხარული ვარ, რომ ქართველი კინემატოგრაფისტები არაერთხელ გამხდარან ევროპული კინოაკადემიის ნომინანტები, ძირითადად სადებიუტო ფილმებით. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა შეთავაზების მომზადებაზე, ახლა მთავარია ჩვენი ქვეყნისა და მთავრობის მხარდაჭერა”, – განაცხადა გაგა ჩხეიძემ.

​როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, კომიტეტი მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ქართული კინოს განვითარებას.

“ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ კომიტეტის შემდგომი გასვლითი სხდომა მიეძღვნება ქართული კინოს მდგომარეობის შეფასებას და მისი განვითარების გეგმების განხილვას”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები