განათლების კომიტეტისა და სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ წარმომადგენლები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებს, მასწავლებლებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

განათლების კომიტეტისა და სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ წარმომადგენლები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებს, მასწავლებლებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

განათლების კომიტეტისა და სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ წარმომადგენლები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებს, მასწავლებლებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მიმართა.
„მიხარია, რომ ქვეყნაში ჩნდება ინიციატივები, რომელიც უფრო მეტად აფასებს პედაგოგის პროფესიას. სახელმწიფო, თავის მხრივ, ყოველ მხრივ ზრუნავს, რომ გაიზარდოს როგორც ფინანსური, ასევე პროფესიულ მოტივაცია. შეიცვალა საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომ უფრო კოლეგიალური და უფრო მხარდამჭერი დამოკიდებულება იყოს პედაგოგების მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 2021 წელს, პრაქტიკულად, გაორმაგდება განათლების სისტემის დაფინანსება. სახელმწიფოს მხარდაჭერის პარალელურად კი ჩნდება არაჩვეულებრივი ინიციატივები საზოგადოებრივ და კერძო სექტორში. ჩვენ, დღევანდელი მოცემულობით ვართ სახელმწიფო, სადაც საჯარო და კერძო თანამშრომლობით სხვადასხვა სფერო ვითარდება და განათლების სისტემაც ეტაპობრივად თანამშრომლობის ამ ფორმატზე გადადის“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა აკადემიურ პროცესში და სოციალურ პროგრამებში მშობლების ჩართულობაზე და ამ მიმართულებით პროექტ „izrune.ge“-ის მნიშვნელობაზე.
„ჩემთვის, როგორც კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ოჯახის ჩართულობა და პედაგოგის და მშობლის ურთიერთობა ბავშვის მხარდასაჭერად გაძლიერდეს, იქნება მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი. ჩემთვის, ამ პროექტის – „izrune.ge“-ს ყველაზე დიდი ხიბლი არის სწორედ ის, რომ ხდება სამკუთხედის შეკვრა -ბავშვის, ოჯახის და სკოლის და ძალიან სწორი მოტივაციით, სტიმულაციის მექანიზმებით რეალურად გვაქვს საშუალება, რომ ქვეყნის მასშტაბით ყოველთვიურად გამოვლინდნენ არაჩვეულებრივი ბავშვები, გამოვლინდნენ განსაკუთრებით გამორჩეული პედაგოგები“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პროექტი „izrune.ge“ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიდგომაა, რადგან ის ინოვაციურია.
„ასეთ ინოვაციურ მიდგომებს ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი. თვითმყოფადი ინიციატივები, რომელიც კონკრეტული საზოგადოებისთვის ყველაზე მისაღებია, ბევრად უფრო პერსპექტიული და წარმატებულია, ვიდრე ხისტი რეფორმები, რომელიც ვერტიკალზე დირექტივების სახით შეიძლება იყოს მოწოდებული.
იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი არამარტო საქართველოში იქნება წარმატებული, არამედ ნამდვილად შევძლებთ მოვახდინოთ ამ გამოცდილების გაზიარებას სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ასევე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენადი მარგველაშვილმა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტარებმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, „ეტალონის“ ჯგუფმა, რესურსცენტრების წარმომადგენლებმა და სკოლის დირექტორებმა გავაძლიეროთ არაფორმალური განათლების მიმართულებები. იმიტომ, რომ პირველ რიგში, უსაფრთხო გარემო შევუქმნათ ახალგაზრდებს და მეორე, სრულყოფილად შევეცადოთ მათ რეალიზებას. ახალგაზრდების რეალიზაცია ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამისთვის აუცილებელია ჩვენს ბავშვებს შევასწავლოთ ქმედითი აზროვნება“, – განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ისაუბრა კომიტეტისა და სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობაზე. მისივე თქმით, წელს 180 მილიონ ლარამდეა გაზრდილი განათლების და მეცნიერების მიმართულების დაფინანსება და ასევე, დაანონსებულია, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში განათლების დაფინანსება ორციფრა ნიშნული გახდება.
როგორც გენადი მარგველაშვილმა აღნიშნა, არაფორმალური განათლების გაძლიერება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სკოლების დირექტორებზე და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებზე.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა პროექტ „izrune.ge“-ზე და მის პრინციპზე – ბავშვის განათლების პროცესში მშობლების ჩართულობის გაზრდაზე.
გენადი მარგველაშვილის განცხადებით, აუცილებელია, რომ არაფორმალური განათლების მსგავს პროექტებს სპონსორებმა აქტიური მხარდაჭერა გამოუცხადონ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონისა“ და ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, „izrune.ge“-ს ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმაგაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეებს ინოვაციური საგანმანათლებლო ვებ-გვერდის (www.izrune.ge) პრინციპები დეტალურად გააცნო.
პორტალის მიზანია ოჯახის წევრებს მისცეს საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდაზე, განათლებასა და წახალისებაზე. ოჯახის წევრებს შესაძლებლობა ეძლევათ, პერიოდულად და რეალურად პირადად შეაფასონ შვილების განათლების და უნარ-ჩვევების დონე.
რეგისტრაციის შემდეგ ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ზოგადი განვითარების ინდივიდუალური საკლასო ტესტები. ​
მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, გაიარონ სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის, რომელიც ჩატარდება თვეში ერთხელ მშობლის თანდასწრებით.
ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge-ის შესახებ საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს პარლამენტის წევრებმა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებმაც.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები