- TVFree.Ge -

გამოვლინდა საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული 10 დაავადება

2017 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა სუნთქვის ორგანოთა ავადმყოფობებიდან ყველაზე ხშირად სასუნთქი გზების მწვავე რესპირაციული ინფექციებით ავადდება, რომელთა რაოდენობაც 405 641-ია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” საქსტატიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

მეორე ადგილზე სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები – 2017 წელს ჰიპერტენზიული ავადმყოფობების 376 219 შემთხვევა დაფიქსირდა.

დაავადებების 10-ული კი, რომლითაც საქართველოში ყველაზე ხშირად ავადდებიან, ასეთია:

  1. სასუნთქი გზების მწვავე რესპირაციული ინფექციები – 405 641 შემთხვევა;
  2. ჰიპერტენზია – 376 219 შემთხვევა;
  3. პირის ღრუს, სანერწყვე ჯირკვლებისა და ყბების დაავადებები – 282 518 შემთხვევა;
  4. შაქრიანი დიაბეტი – 112 299 შემთხვევა;
  5. ქალის სასქესო ორგანოების დაავადებები – 109 265 შემთხვევა,
  6. დორსოპათიები (ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის ავადმყოფობები) – 70 773 შემთხვევა;
  7. კატარაქტა – 57 707 შემთხვევა;
  8. პერიფერიული ნერვული სისტემის ავადმყოფობები – 49 923 შემთხვევა;
  9. დერმატიტი და ეგზემა – 45 952 შემთხვევა;
  10. შუა ყურის ანთება (ქრონიკული ოტიტი) – 33 595 შემთხვევა.

რაც შეეხება უფრო მძიმე დაავადებებს, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების (ლიმფური და სისხლმბადი ქსოვილების ახალწარმონაქმნების ჩათვლით) 8 ათასზე მეტი და ანემიების 28 555 დაავადებაა რეგისტრირებული.