გამოკითხულთა 66% იმედს ადევნებს თვალს, 61% რუსთავი 2-ს — NDI

გამოკითხულთა 66% იმედს ადევნებს თვალს, 61% რუსთავი 2-ს — NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 66 პროცენტი ტელეკომპანია იმედს ადევნებს თვალს, 61 პროცენტი — რუსთავი 2-ს, ხოლო ტვ პირველს 39 პროცენტი. კვლევის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს გამოკითხულთა 34 პროცენტი ადევნებს თვალს, მაესტროსა და ობიექტივს — 22-22 პროცენტი, ხოლო კავკასიასაჭარიის ტელევიზიასა და პალიტრა ტვ-ს 17-17 პროცენტი.

 

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 21 პროცენტი იმედს ენდობა, 15 პროცენტი — რუსთავი 2-ს, ხოლო 13 პროცენტი ტვ პირველს. გამოკითხულთა 17 პროცენტი არ ენდობა რუსთავი 2-ს, 14 პროცენტი — იმედს, ხოლო 11 პროცენტი ობიექტივს.

NDI-იმ საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევა გამოაქვეყნა. საველე სამუშაოების თარიღები 2018 წლის 6-20 დეკემბრით თარიღდება. ჩატარდა 2205 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,1 პროცენტია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები