„გამოხატვის უფლება აბსოლუტური უფლება არ არის, რითაც ადამიანმა შეიძლება ისარგებლოს”

„გამოხატვის უფლება აბსოლუტური უფლება არ არის, რითაც ადამიანმა შეიძლება ისარგებლოს”

„გამოხატვის უფლება აბსოლუტური უფლება არ არის, რითაც ადამიანმა შეიძლება ისარგებლოს”, -ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ, დედაქალაქის მერიასა და პრეზერვატივების მწარმოებელ ქართულ კომპანია “აიისას“ შორის დავაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო იმის თაობაზე, რომ კომპანია დაჯარიმდა.

მისივე თქმით, ყველას უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ სხვის უფლებებს არამხოლოდ მატერიალურად არ შეეხონ, არამედ ერთმანეთის გრძნობებსაც გაუფრთხილდნენ.

„გამოხატვის უფლება აბსოლუტური უფლება არ არის, რითაც ადამიანმა შეიძლება ისარგებლოს. შეიძლება ვიღაცის უახლოესი ნათესავი რომ დახატონ? თუ პერსონალიებზე გადავალთ, ვიღაცაზე ნაწყენი ვარ და მისი დედა პრეზერვატივზე რომ გამოვსახო, ეს ნორმალური იქნება? ადამიანს ასეთი უფლება უნდა ჰქონდეს?

თამარ მეფე მთელი საქართველოსა და ქართველებისთვის მეფეთა მეფეა და ისეთი ადამიანია, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმბოლოს წარმოადგენს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ სახელმწიფომ ასეთი უფლება უნდა დაიცვას, ალბათ, იმ ადამიანს რაღაც ფსიქიკაში ნორმალურად არ აქვს ჩამოყალიბებული.

მგონია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სწორია. ყველას უნდა გვქონდეს იმის სამოქალაქო მოვალეობა, რომ სხვის უფლებებს არამხოლოდ მატერიალურად არ შევეხოთ, არამედ ერთმანეთის გრძნობებსაც უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან ესეც არის სიკეთე”, – დასძინა ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების ქართული კომპანია „აიისა“ 500 ლარით დააჯარიმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები