“გახარიასთან ერთად, ვიწყებთ პარტიის მშენებლობის აქტიურ ფაზას”

“გახარიასთან ერთად, ვიწყებთ პარტიის მშენებლობის აქტიურ ფაზას”

გიორგი გახარიას გუნდმა “ქართული ოცნება” დატოვა. საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გააკეთა:

“ჩვენ დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად, ერთობლივი გადაწყვეტილებით გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე, ვტოვებთ ქართულ ოცნებას და პარლამენტში მუშაობას გავაგრძელებთ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები” – ამბობს ხოჯევანიშვილი

ხოჯევანიშვილთან ერთად, “ქართულ ოცნებას” ტოვებენ დეპუტატები: ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები