“გახარიამ ვალდებულადაც უნდა ჩათვალოს თავი, რომ კონკრეტული პარტიული პროგრამა წარმოადგინოს”

“გახარიამ ვალდებულადაც უნდა ჩათვალოს თავი, რომ კონკრეტული პარტიული პროგრამა წარმოადგინოს”
0SHARES

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარტიის – „საქართველოსთვის“ სადამფუძნებლო კონფერენციაზე პარტიის კონკრეტული სამოქმედო გეგმა ჯერ არ გაჟღერებულა.

მისივე თქმით, პრეზენტაცია დეკლარაციული ხასიათის იყო.

„მათი პრეზენტაცია იყო დეკლარაციული ხასიათის, ანუ, მხოლოდ საფუძვლები გახმოვანდა და ჯერჯერობით არ გაჟღერებულა კონკრეტული სამოქმედო გეგმა. მაგალითად, როგორ სტრატეგიას სთავაზობენ საზოგადოებას, რა დაფინანსება ექნება ჯანდაცვის სისტემას, როგორი იქნება თავდაცვისა და სოციალური სისტემები. თუნდაც, რამდენი აქვთ მოაზრებული საბიუჯეტო პროცენტები მთლიანი შიდა პროდუქტიდან და ა.შ. ძირითადი პოლიტიკური ნაბიჯები. ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომ განვსაზღვროთ საზოგადოების რეაქციით, თუ ვის წაართმევენ ან წაართმევენ თუ არა ვინმეს ამომრჩეველს. ალბათ, ამ ადამიანს მოუწევს დეტალური განმარტების გაკეთება, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში რა გააკეთა, რათა მის მიერ ჩამოთვლილი მთავარი პრობლემები თუნდაც ნაწილობრივ მოეგვარებინა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

როგორც სერგეენკო მიიჩნევს, „ქართული ოცნებისთვის” გიორგი გახარია რაღაც მკვეთრად გამოხატული კონკურენტი არ უნდა იყოს.

„არ მგონია, რომ „ქართული ოცნებისთვის” გიორგი გახარია რაღაც მკვეთრად გამოხატული კონკურენტი იყოს, მაგრამ მან ვალდებულადაც უნდა ჩათვალოს თავი, რომ არა მხოლოდ დეკლარაციული, არამედ კონკრეტული პარტიული პროგრამა წარმოადგინოს, როგორ ხედავს ქვეყნის განვითარებას. კორუფციის დაგმობა და სახელმწიფო ინსტიტუციების გაძლიერება ეკონომიკის სახელმძღვანელოშიც წერია“, – აღნიშნა სერგეენკომ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები