“გაგრძელდებოდა თუ არ გაგრძელდებოდა კანდიდატის მონაწილეობა არჩევნებში-ასეთი საკითხი დღის წესრიგში არ მდგარა”

“გაგრძელდებოდა თუ არ გაგრძელდებოდა კანდიდატის მონაწილეობა არჩევნებში-ასეთი საკითხი დღის წესრიგში არ მდგარა”

გაგრძელდებოდა თუ არ გაგრძელდებოდა კანდიდატის მონაწილეობა არჩევნებში – ასეთი საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ მდგარა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, მეორე ტურისთვის მომზადება ბუნებრივი პროცესია.
“მეორე ტურისთვის მომზადება ბუნებრივი პროცესია. მოგვიანებით თავად კანდიდატი გააკეთებს განცხადებას. გაგრძელდებოდა თუ არ გაგრძელდებოდა ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მონაწილეობა არჩევნებში – ასეთ საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ მდგარა”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მან პირველი ტურის შედეგებზეც ისაუბრა.
“საზოგადოებაში არსებობს მნიშვნელოვანი უკმაყოფილება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი ყველას პასუხისმგებლობა და ამოცანაა, მაქსიმალურად ადეკვატურად, დროულად ვუპასუხოთ ამ უკმაყოფილებას. მე მგონია, რომ ეს პრობლემები უფრო უკავშირდება ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებასთან, მართვასთან, ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს”, -განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები