“გაგიგონიათ, დღეს გაბრაზდე და ორი თვის მერე გამოხატო?”

“გაგიგონიათ, დღეს გაბრაზდე და ორი თვის მერე გამოხატო?”

საერთაშორისო პარტნიორები ოპოზიციას ეუბნებიან, რომ მათი მოქცევა არის არასწორი და უნდა მოიქცნენ სხვანაირად. საზოგადოებაც ეუბნება, რომ მათი მოქცევა არის არასწორი და უნდა მოიქცნენ სხვანაირად. ამერიკაც და ევროკავშირიც პირდაპირ გზავნილებს უგზავნიან, საზოგადოება კი აქციებზე არ გადის, ამის გამო ორი თვით მოუწიათ გადაწევა ამ აქციების. გაგიგონიათ, დღეს გაბრაზდე და ორი თვის მერე გამოხატო? – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ,,ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„საზოგადოება არც მაისში გამოვა, 8 წელია არ გამოდის, მათი ამომრჩევლის დიდი ნაწილიც არ გამოვა. მათ მოუწევთ გადადგან რეალური კომპრომისული ნაბიჯი და წამოვიდნენ იმ შეთავაზებებზე, რა შეთავაზებებიც დანიელსონის მოლაპარაკებების ფორმატში მათ მიმართ გაკეთდა. პარლამენტი დღეს ფუნქციონირებს და ობიექტურად რომ შევხედოთ, მთავრობის დაკომპლექტება შეუძლია, ბიუჯეტის დამტკიცებაც შეუძლია. 4 წელი ასე რომ იფუნქციონიროს, ფორმალური თვალსაზრისით არაფერი გაფუჭდება. რა თქმა უნდა მუდმივი რყევისა და ხელოვნური კრიზისის შექმნის მცდელობები ამ ქვეყნის მომავლის ინტერესში ნამდვილად არ არის, მით უფრო ამ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და პანდემიის კრიზისის ფონზე“, – განაცხადა დავითულიანმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები