გაეროს სხდომაზე იერუსალიმის დედაქალაქად აღიარების სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუციის კენჭისყრაში საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია.

ქვეყნის წარმომადგენელი კენჭისყრისდარბაზში საერთოდ არ იმყოფებოდა. ამ ფაქტს ადასტურებს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიხეილ ჯანელიძეც.

„ჩვენ როგორც ვნახეთ, შედეგების შესაბამისად, საკმაოდ გაიყო პოზიციები. 36-მა ქვეყანამ თავი შეიკავა, მათ შორის ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა. ევროკავშირის პოზიციაც არ იყო ერთიანი.

ჩვენ არ გვქონდა ამ საკითხზე კონსულტაციები პარტნიორებთან და საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩვენმა დელეგაციამ არ მიიღო განხილვებში მონაწილეობა, შესაბამისად კენჭისყრაშიც,“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა 9 ქვეყანამ – გვატემალამ, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, პალაუმ, ტოგომ, მიკრონეზიამ, ნაურუმ, ჰონდურასმა და აშშ-მა. 35 ქვეყანამ კი, თავი შეიკავა კენჭისყრისას

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები