გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა

გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა

საქართველომ მოახდინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება – ეს არის ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტმა დადგენილების პროექტის – „გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის“ რატიფიცირება 82 ხმით მოახდინა.

„ადამიანის უფლებათა დამცველებს და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს ყველაზე უკეთ მოეხსენებათ, თუ რას ნიშნავს ამ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის, ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მე იმედი მაქვს, რომ რეალურ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ადამიანის, ვისაც სპეციალური საჭიროებები აქვს, ცხოვრებას ეს გადაწყვეტილება გააუმჯობესებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები