გაეროს ბავშვთა ორგანიზაცია “იუნისეფის” გამოქვეყნებულ ანგარიშს ხათუნა ახალაია აფასებს.

გაეროს ბავშვთა ორგანიზაცია “იუნისეფის” გამოქვეყნებულ ანგარიშს  ხათუნა ახალაია აფასებს.

გაეროს ბავშვთა ორგანიზაცია “იუნისეფის” გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც საუბარია იმის შესახებ, როგორ აფერხებს ჰაერის დაბინძურება ბავშვების, განსაკუთრებით კი, მცირეწლოვანი ბავშვების ტვინის განვითარებას, ეკოლოგი, ექსპერტი ხათუნა ახალაია აფასებს.

როგორც ხათუნა ახალაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში, ჰაერის დაბინძურების კუთხით, საგანგაშო მდგომარეობაა.

„ჰაერის დაბინძურების კუთხით, საქართველოში ნამდვილად კატასტროფული მდგომარეობაა და ეს ჯერ კიდევ 2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაგვანახა, მაგრამ „იუნისეფის“ დასკვნა, რომელიც 6 დეკემბერს დაიდო – უკვე მიბმულია ბავშვების ჯანმრთელობასთან. ამ კვლევაში ცალსახად არის მითითებული, რომ დაბინძურებული ჰაერი, მასში შეწოვილი მკვრივი ნაწილაკები, იმ რბილ ქსოვილებზე, რომლებიც ჩვილ ბავშვებშია, ძალიან ცუდ გავლენას ახდენს და აზიანებს სასუნთქ გზებს. შემდეგ ეს ნაწილაკები, რომლებიც სისხლში ხვდება, აზიანებს სისხლძარღვებს, სისხლის მიწოდების პროცესი ფერხდება და ბავშვებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ეწყებათ. შესაბამისად, ძალიან დამაფიქრებელი თემაა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება.“, -განაცხადა ხათუნა ახალაიამ.

მან ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროებზეც ისაუბრა.

„ჰაერის დაბინძურების გამოკვეთილი სამი წყარო არსებობს: ეს არის – საავტომობილო ტრანსპორტი, ფაბრიკა-ქარხნები და სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ქიმიური ნივთიერება, რომელიც ასევე, მძიმე მეტალების შემცველია. მისასალმებელია, რომ ავტომობილების კუთხით, 2018 წლიდან ტესტირებების ჩატარება იგეგმება, მაგრამ გაცილებით მასშტაბური ღონისძიებებია ჩასატარებელი “, – აღნიშნა ხათუნა ახალაიამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები