გადასახადების გადაუხდელობის გამო რამდენიმე ტელეკომპანიისთვის ინკასოს დადებას საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა.

გადასახადების გადაუხდელობის გამო რამდენიმე ტელეკომპანიისთვის ინკასოს დადებას საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა.

გადასახადების გადაუხდელობის გამო რამდენიმე ტელეკომპანიისთვის ინკასოს დადებას საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო თუკი რამეს ითხოვს ეს პირველი ოქტომბრის შემდეგ დაგროვებული დავალიანებაა.

“პირველ ოქტომბრამდე ყველა ტელევიზიას წინადადება მიეცა, რომ ფინანსთა სამინისტროსთან თუკი რამე დავალიანება აქვს ითანამშრომლოს, რათა მოახდინოს ამ დავალიანების რესტრუქტურიზაცია. ფინანსთა სამინისტრო თუკი რამეს ითხოვს ეს პირველი ოქტომბრის შემდეგ დაგროვებული დავალიანებაა და არა ტელევიზიის მთელი არსებობის ისტორიის მანძილზე არსებული”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ფინანსთა სამინისტრომ მედიასაშუალებები რამდენიმე დღის წინ სპეციალური განცხადებით გააფრთხილა და ერთდღიანი ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ. ფინანსთა სამინისტროს მიერ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, “რუსთავი 2“-ს, „ტვ პირველსა“ და „კავკასიას“ პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანების გადაუხდელობის გამო ინკასო დაედო.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები